სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
შორენა ქურდაძე; ლელა არაბული; თამარ ბარათაშვილი; ნანა ჯაფარიძე
|
|
რაიონი
|
დიდუბე
|
|
სკოლა
|
#155 საჯარო
|
|
ქალაქი
|
თბილისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ცხოველთა სამეფო
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ზოოლოგიურ მუზეუმისა და თბილისის ზოოლოგიური პარკის შესახებ; მუზეუმში არსებული კოლექციებისა და ზოოპარკში
დაცული ცხოველების შესახებ. მოსწავლეების ერთი ჯგუფი ეწვევა ზოოლოგიურ მუზეუმს.
მოძიებულ ინფორმაციას, მუზეუმში მოპოვებულ და გადაღებულ მასალას დაახარისხებენ, გაუზიარებენ
თანაკლასელებს და მოამზადებენ ორენოვან საინფორმაციო ბუკლეტს თემაზე „ ჩვენი
თვალით დანახული მუზეუმი“. მოსწავლეთა მეორე ჯგუფი ესტუმრება თბილისის ზოოპარკს.
ზოოპარკში მოპოვებულ და გადაღებულ
მასალას, მოძიებულ ლიტერატურულ მონაცემებს მათთვის საინტერესო ცხოველთა სახეობის
გავრცელების, დამახასიათებელი ნიშნებისა და ბუნებაში მათი როლის შესახებ
დაახარისხებენ, გაუზიარებენ თანაკლასელებს და დაიწყებენ მუშაობას ბლოგის შესაქმნელად.
პარალელური კლასის მოსწავლეები ერთობლივად შექმნიან: ა)საინფორმაციო ბლოგს
თბილისის ზოოპარკის შესახებ, სადაც განთავსდება ცხოველთა სურათები და სხვადასხვა
ლიტერატურიდან მოძიებული ინფორმაცია; ბ)მოემზადებიან დასკვნითი კონფერენციისთვის
და მოამზადებენ პოსტერს.
|
||
საგანი
|
||
ბიოლოგია;
ინგლისური
|
||
დონე/კლასი
|
||
VII კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
3 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ბუნ.VII.1.მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს
კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
ბუნ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით.
ბუნ.VII.4.მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
უცხ.ს. II.12. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა
და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან)
უცხ.ს. II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას
გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ნორმები
უცხ.ს. II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე
განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ.:გამოფენა; ტურისტული ბროშურის
შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს
რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა)
უცხ.ს. II.36. მოსწავლეს შეუძლია
თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმისა და თბილისის ზოოლოგიური პარკის შესახებ;
მუზეუმში არსებული კოლექციებისა და ზოოპარკში დაცული ცხოველების შესახებ;
ცხოველთა თითოეული სახეობის გავრცელების, დამახასიათებელი ნიშნებისა და ბუნებაში
მათი როლის შესახებ.
მოსწავლეები
გაანალიზებენ, შეაფასებენ და კლასიფიკაციას გაუკეთებენ მოპოვებულ მასალას.
მოსწავლეები დაახარისხებენ
ინფორმაციას და გააკეთებენ დასკვნებს.
მოსწავლეები შექმნიან
ზოოლოგიური მუზეუმის შესახებ ორენოვან ბუკლეტს.
მოსწავლეები შექმნიან
საინფორმაციო ბლოგს ზოოპარკის შესახებ.
მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს დასკვნითი კონფერენციისთვის.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რა არის სამყარო?
|
|
თემატური კითხვები
|
რა როლი აქვს
ცხოველთა სამეფოს ცოცხალ სამყაროში?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რა სახეობის
ცხოველები ბინადრობენ ზოოპარკში?
რომელი
გადაშენებული ცხოველები იცით?
რა დანიშნულება
აქვს ზოოლოგიურ მუზეუმს?
რა დანიშნულება
აქვს ზოოპარკს?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გამოვიყენებ მეთოდს ვიცი -მინდა
ვიცოდე - ვისწავლე, რომლითაც განვსაზღვრავ რა იციან მოსწავლეებმა ცხოველთა
მრავალფეროვნების შესახებ. ჯგუფებზე
დაკვირვებას გამოვიყენებ მთელი პროექტის მანძილზე, რომლითაც შევაფასებ
მოსწავლეთა ურთიერთანამშრომლობის უნარს. პროცესის მონიტორინგისთვის გამოვიყენებ
დღიურების წარმოებას. მთელი პროექტის მიმდინარეობის მანძილზე მოსწავლეები
აწარმოებენ დღიურებს, აკეთებენ ჩანაწერებს.
გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისების მიზნით გამოვიყენებ ფოტო ჟურნალების შექმნას. პროექტის
განმავლობაში მოსწავლეები შექმნიან ბროშურებს და პრეზენტაციებს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა უნდა
იცოდნენ ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაციის საკითხები; სისტემატიკური ერთეულები; განასხვავებდნენ
ცოცხალ ორგანიზმთა 5 სამეფოს; ცხოველთა სამეფოდან ძირითადი ჯგუფების დახასიათება და ერთმანეთისგან განსხვავება. ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ძირითადი
ინფორმაციის ამოცნობა, პრეზენტაციის შექმნა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 1
წინარე ცოდნის
განსაზღვრის მიზნით გამოვიყენებ ,,ვიცი
- მინდა ვიცოდე - ვისწავლე „ მეთოდს. ამ
მეთოდით განვსაზღვრავ რა იციან მოსწავლეებმა ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ.
აქტივობა 2
მოსწავლეებს დავყოფ
ჯფუფებად და თითოეულ ჯგუფს ექნება დავალება - მოიძიონ ინფორმაცია თბილისის
ზოოლოგიური მუზეუმისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ.
აქტივობა 3
მოსწავლეების წავლენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიურ მუზეუმში, სადაც გაეცნობიან მუზეუმში არსებულ
კოლექციებს, გადაუღებენ ფოტოებს და შეარჩევენ მათთვის საინტერესო სახეობის
ცხოველებს.
აქტივობა 4
თითოეული ჯგუფის მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ცხოველთა სახეობების გავრცელების, დამახასიათებელი ნიშნებისა და
ბუნებაში მათი როლის შესახებ.
აქტივობა 5
მოსწავლეები
გაანალიზებენ, დაახარისხებენ ინფორმაციას, გაუზიარებენ
თანაკლსელებს და გააკეთებენ დასკვნებს. მოსწავლეები შექმნიან ზოოლოგიური მუზეუმის შესახებ ორენოვან ბუკლეტს ,, ჩვენი თვალით
დანახული მუზეუმი“.
აქტივობა 6
მოსწავლეები წავლენ
თბილისის ზოოლოგიურ პარკში, გაეცნობიან ზოოპარკში დაცულ ცხოველებს, გადაუღებენ
ფოტოებს.
აქტივობა 7
თითოეული ჯგუფის მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო სახეობის ცხოველების გავრცელების,
დამახასიათებელი ნიშნებისა და ბუნებაში მათი როლის შესახებ.
აქტივობა 8
მოსწავლეები გაანალიზებენ, დაახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას
და მათ მიერ გადაღებულ ფოტომასალას, გაუზიარებენ თანაკლასელებს და გააკეთებენ სათანადო დასკვნებს. მოსწავლეები შექმნიან ფოტო ჟურნალებს.
აქტივობა 9
მოსწავლეები შექმნიან
საინფორმაციო ბლოგს თბილისის ზოოლოგიური პარკის შესახებ.
აქტივობა 10
მოსწავლეები
მოამზადებენ პრეზენტაციებს დასკვნითი
კონფერენციისთვის.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
დამატებითი დრო
სწავლისათვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები,
ჯგუფური მუშაობა, სპეციალისტების დახმარება.
მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
ბ. ყურაშვილი ,,უხერხემლოთა ზოოლოგია“
რ. ჟორდანია ,,ხერხემლიანთა ზოოლოგია“
|
ინვენტარი/მასალები
|
ფორმატის ფურცლები, თაბახის ფურცლები, ფანქრები, რვეულები, მარკერები
|
ინტერნეტრესურსები
|
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
http://www.safari.co.uk/blog/wpcontent/uploads/2011/06/lion-03.jpg
http://www.desertusa.com/animals/images/male-lion.jpg
http://charliuss.files.wordpress.com/2012/06/african-lions.jpg?w=630
http://intermedia.ge/uploads/article_images/large/287031361882864.jpg
|
სხვა რესურსები
|
ზოოლოგიურ მუზეუმსა და ზოოლოგიურ პარკში
ვიზიტი
|