პიესა - ტყის შვილები
როლებში:
იჩოს
დედა – ნანა რუხაძე
|
იჩოს
მამა – გიორგი კავლელიშვილი
|
იჩოს
და – სალომე ხურციძე (მართა)
|
იჩო
ბიჭი – გიგა ლომიძე
|
ჩხიკვი
საბა – საბა შამათავა
|
ჩხიკვი
თინო – ლერა ფირცხალავა
|
შაშვები – ანა ტარიელაძე, ანა ამონაშვილი, ანანო ღვინიანიძე
|
|
შაშვი
მალხაზი – ლევან ოსიყმაშვილი
|
შაშვი
თებრო – ლანა შამათავა
|
კურდღელი – გიორგი წიწიკაშვილი
|
კოდალა – ანა თოდრია
|
ქედანი – მარი ფირცხალაიშვილი
|
კაკაბი – ეკა საპანაძე
|
აშლაპუნე
დათვი – ნიკა ანჯაფარიძე
|
კუ – ნიკა ირემაშვილი
|
მერცხლები – ნინო ფაილოძე, ლანა სამუშია
|
ირემი – ბაია ხვიჩია
|
შველები – ნინი ქევხიშვილი, ქეთი დევიძე
|
მელა – ლევან მელანაშვილი
|
მგლების
ხროვა – ირაკლი დევიძე, ნიკა და ნიკოლოზ ფარცვანიები, დიტო ხუდოიანი,
გიორგი მამარდაშვილი, თორნიკე ქევხიშვილი
|
(ეპიზოდი N1)
ერთი მშვენიერი
დილა გათენდა, მზე ამოვიდა , ტყე სიხარულად იღვრებოდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ,
ყვავილები ხარობდნენ და უცებ…
საბა: თნო! თინო!
ლერა: რა გინდა რა?!
საბა: გაიხედე ერთი გაიხედე
ლერა: იიი! მოიგონებ ხოლმე რა!
საბა: ამოდი ერთი აქ ამოდი!
ლერა: ჰა მოვედი რა იყო რა?
საბა: გაიხედე აბა გზაზედა, ხი ხი ხი.
ლერა: ვინაა კაცო ვის დაჰკარგვია?
საბა: იჩოა იჩო
ლერა: ვისი იჩო კაცო?
საბა: ვისი და გაბიდაურებისა.
ლერა: ვაი, მეხი კი დავაყარე მაგის წარუკა დედასა, ამ კარგი
მამის თოფი მაგას
მაგას როგორ ჩაუგდო ხელში?!
საბა: ეეე! იტყვი რა, ერთი ჩვენი ბარტყები გვიჯერებენ და
მეორე ეგ
დაუჯერებს თავის დედასა?! ხი ხი ხი.
ლერა: წამოდი ერთი მეზობლები გავაფრთხილოთ რამე არ ავნოს
მაგ უხეირომ
ვინმესა. მეზობლებო გამოდით გამოდით არ
გესმით? მონადირეა ტყეში.
ლანა: რა იყო რა! ამ შუადღისას ვინაა?
ლერა:
იჩა, იჩო გაბიდაურებისა.
შაშვი 1 : აი ჩო მაგასა და ნაცილის გამოვარდნა, აჰა!
შაშვი 2 : ეგ ისეთ მავნე რამ ყმაწვილია, შურდულით ხომ არ გვასვენებდა
და ახლა
თოფით ხომ ამოგვჟლიტავს ყველას დედა
ბუდიანად.
შაშვი 3 : ეეე, მართალია მართალი.
ლანა: შვილო მალხაზო! გადაფრინდი აი, მანდ მლაშე წყალთან
ობოლი ბაჭია სძოვს
ბალახს, უთხარი გაერიდოს სიფრთხილეს თავი
არა სტკივა-თქო.
ლევანი: წავალ აბა რას ვიზამ დედა.
საბა: მაგ ბიჭს ჩვენზე მეტად ეშინია თავისი თოფისა.
ლანა: რას ბრძანებთ ნათლიმამ! არ იცით რა არიან ახლანდელი
ხმაწვილები?
რასა ზიხარ ბიჭო მალხაზო! გაფრინდი დროზე გაფრინდი სანამ
გვიან არ არის.
ლევანი : ბაჭია, ბაჭია ტყეშ მონადირეა თავს უშველე.
გიორგი: ვაი დედა ეს რა მომხდარა ჩვენს თავს.
(ეპიზოდიN2)
ლევანი (მელა): რა კარგი კუდი მაქვს, რა მშვენიერია, ესღაა ჩემი ნუგეში,
(მოდის იჩო და დაუმიზნებს
თოფს მელას)
ლევანი: შეჩერდი , ოღონდ არ მომკლა და მე გეტყვი კარგი ნადირი
სად უნდა იპოვო,
გზად რომ წახვალ სერზე მარჯვნივ აუხვიე იქ ერთი წყაროა
მის გასწვრივ გზას გაუყევი
(გაუდგება გზას იჩო ბიჭი და გზად მგლები შემოხვდებიან
)
მგლების ხროვა: აუუ, აუუ, აუუ, ჩვენ ვართ მგლები, ჩვენ ვართ ძმები,
ჩვენ ვართ ტყის ქომაგნი და ტყის მბრძანებლები ღღღღრრრ (შეშინებული იჩო მოკურცხლავს და მგლებიც თან გაეკიდებიან)
(ეპიზოდი N3)
ლანა: ეე, ნეტავ რა ქილა-ქოცებს აავსებს მაგ ჩვენი ქონ-ხორცით,
ეჰჰ
ერთი თევდორე დათვი იყო ჩვენი მშველელი
და ისიც მოგვიკლეს მონადირეებმა.
ლევანი: იმის შვილისთვის გვეთხოვა აშლაპუნესთვის, აქვე იჯდა
რომ ჩამოვიარე,
თქვენ რას იტყვით
ნათლიმამ?
საბა: მე მგონია მაგ ბიჭს თავი უნდა დავანებოთ, მოვა, ერთი
ორს გაისვრის დაიღლება და წავა!
ლერა: რას ამბობ კაცო, ეს აქედან ისე არ წავა რომ რამე არ
მოინარიკლოს?
წამოდით, წამოდით დათვთანა
(გაუდგებიან გზას და გზად შემოხვდბათ მერცხლები, კაკაბი, კოდალა, ქედანი)
ნინო: საით გაგიწევიათ მეზობლებო ?
ლანა: საითა და აშლაპუნე დათვთანა, უნდა ვუთხრატ ყველაფერი
ტყეში მონადირეა მონადირე.
ფრინველები (ერთხმად ): მონადირეო?? (აფუსფუსდებიან)
ლანა შაშვი:აბა წავედით
ლანა მერცხალი: ჩვენც წამოვალთ (წავლენ ყველანი ერთად მივლენ დათვთან)
ნიკა დათვი: რა ხდება რა რა ამბავია ერთმა მიტხარით
ანა თოდრია (კოდალა):მონადირეა ტყეში მონადირე
ნიკა: ვინაა კაცო ვის დაჰკარგვია ?
ეკა საპანაძე(კაკაბი):იჩოა, იჩო, გაბიდაურებისა.
მარი (ქედანი): დათვო იქნება გვიშველო შეგვიშინო ეგ უწმინდური.
(დათვი ამ დროს მთისკენ გაუდგა გზას)
(ეპიზოდიN4)
(დედა-შვილი ირმები)
ბაია: უი თქვენ კი გენაცვალოთ თქვენი დედა. (კოცნის)
ნინი: კი მაგრამ დედი, ის ვინ არის ბუჩქებში როა ჩამალული?
(მიუთითებს იჩოზე)
ქეთი: უი, ისე ის მართლა ვინ არის? აქ რა დარჩენია? ალბათ
უნდა გვეთამაშოს. (ტაშს უკრავენ)
ბაია: უი თქვენ კი მოგიკვდათ თქვენი დედა, მონადირეა! მონადირე!
(გადაეფარება შვილებს, ამ დროს იჩო თოფს უმიზნებს,
მაგრამ უცებ დათვი გადმოხტება და ფეხებთან
გაიშხლართება. იჩო ყვირის, თოფს ხელიდან აგდებს
და მოკურცხლავს, გზად კუს წამოკრავს ფეხს და გაიშხლართება, მთელი ტყვე სიცილად იღვრება)
(ეპიზოდი N5)
(მოქმედება იჩოს სახლში)
გიორგი: ნანა, ნანა! ქალო.
ნანა: რა იყო რა?!
გიორგი: თოფი სად არის სად?
ნანა: აბა მე რავიცი ქა?! მართა გოგო, მოდი ერთი აქა!
მართა: რა იყო დედი, რა?
ნანა: სად არის შენი ძმა?
მართა: მხარზე თოფი გაიდო და ტყეში წავიდა. (ამ დროს შეშინებული
იჩო შემორბის და ამბობს)
გიგა: ტყეში წავედი, მეთქი ნადავლს მოვიტანთქო, მაგრამ ჯერ
მგლებმა მერე დათვმა შემაშინა.
გიორგი: ღირსი ხარ! აწი გეცოდინება, რომ ბუნებას ზიანი არ უნდა
მიაყენო.
,, ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა
ზოგჯერ სიკეთეს
იხვეჭავს, ზოგჯერ მქმნელია ავისა.
ერთფერად მტვირთველი
არის, საქმის თეთრის და შავისა