თბილისის 155 საჯარო სკოლაში განხორციელდა საგრანტო პროექტი "ჩემო თბილის ქალაქო."რომლის ფარგლებში VII პარალელ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი “ცხოველთა სამყარო”. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმის და თბილისის ზოოლოგიური პარკის შესახებ.შემდგომ კი მოსწავლეთა 40 კაციანი ჯგუფი ესტუმრა ზოოლოგიურ მუზეუმს. დაათვალიერეს კოლექცია . იქ მოპოვებული ინფორმაცია და გადაღებული მასალა დაახარისხეს, გაუზიარეს თანაკლასელებს და მოამზადეს ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი თემაზე : „ ჩვენი თვალით დანახული ზოოლოგიური მუზეუმი“.
პროექტის მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და სურათები სხვადასხვა ცხოველზე, აკრიფეს ელექტრონულად, გადმოაგზავნეს შესაბამის ელექტრონულ მისამართზე https://www.facebook.com/groups/708175302569212/ და გაუზიარეს მეგობრებს. პარალელურად 25 მოსწავლე ესტუმრა თბილისის ზოოლოგიურ პარკს. დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში “შეეხე და ისაუბრე”. ზოოლოგიურ პარკში გადაღებული და უკვე მოძიებული ინფორმაცია მათთვის საინტერესო ცხოველებზე დაახარისხეს, გაუზიარეს თანაკლასელებს და განათავსეს ბლოგზე, მოამზადეს ბროშურები, პოსტერი და პრეზენტაცია დასკვნითი კონფერენციისთვის.